• ხელოვნების სასახლე

          • „სკოლა ჰელიოსის“ V კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ ხელოვნების სასახლეს. ბავშვებმა მოინახულეს საგამოფენო დარბაზები, მოისმინეს მინი-ლექცია ბარათებით მილოცვის ტრადიციის შესახებ და საგანმანათლებლო პროგრამა „ბარათებით მილოცვის ტრადიცია ცოცხლდება“ ფარგლებში დაამზადეს საკუთარი ინტერპრეტაციით მისალოცი ბარათები. მასწავლებელი: თამარ გიგაური

          • ექსპერიმენტორიუმი

          • „სკოლა ჰელიოსის“ 2ბ და 2გ კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ სამეცნიერო შოუზე ექსპერიმენტორიუმში. ბავშვები აზოტისაგან ყინავდნენ მაშმელოუს და ამზადებდნენ რაფაელოს. ბოლოს, საკუთარი ხელით დამზადებული ნუგბარი მიირთვეს. მასწავლებელი: ნანა დარჯანია, ნათია აკოფოვი

          • კალიგრაფიის კონკურსი ინგლისურ ენაში

          • ❤️„სკოლა ჰელიოსის“ პირველ კლასებში  ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსი ინგლისურ ენაში. გამოვლინდა რამდენიმე საუკეთესო ნაწერის ავტორი და გადაეცათ დიპლომები, საჩუქრებთან ერთად❤️.

          • ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

          • ❤️„სკოლა ჰელიოსის“ 8,9 და 10 კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ კორნელი კეკლიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს, სადაც მონაწილეობა მიიღეს საგანმანათლებლო პროგრამაში დავით აღმაშენებლის ეპოქის ხელნაწერი მემკვიდრეობა. მოსწავლეებმა დაათვალიერეს ხელნაწერი მემკვიდრეობა, ჯგუფურად წარმოადგინეს ინტერაქტივი „გახდი დავითის ისტორიკოსი“. დასასრულ, მოისმინეს მზია სურგულაძის ლექცია თემაზე დავით აღმაშენებლის ანდერძი. მასწავლებელი: თამარ ვაჭარაძე❤️

          • მოზარდმაყურებელთა თეატრი

          • „სკოლა ჰელიოსის“ 2ბ და 2გ კლასის მოსწავლეები ეწვივნენ ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრს და იხილეს სპექტაკლი „ურჩხული და ლამაზმანი“. მასწავლებელი: ნანა დარჯანია, ნათია აკოფოვი

          • VI კლასის მოსწავლის გამოფენა

          • ❤️2019 წლის 11 თებერვალს "სკოლა ჰელიოსის" VI კლასის მოსწავლის გიორგი აბაზაძის პერსონალური გამოფენა მოეწყო მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში. გიორგის გამოფენა დაათვალიერეს მისი კლასის დამრიგებელმა და თანაკლასელებმა.❤️

             

          • გაცვლითი პროგრამები სკოლა ჰელიოსში.

          •  

              სიხარულით გვინდა გაცნობოთ, რომ „სკოლა ჰელიოსმა“ ხელშეკრულება გააფორმა ევროპაში ცნობილ ენების სკოლა „Alpadia”-სთან. სკოლას აქვს თავისი ფილიალი შემდეგ ქვეყნებში: გერმანია, საფრანგეთი, ინგლისი და შვეიცარია.შეთანხმების საფუძველზე 🌞„სკოლა ჰელიოსის“🌞მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ევროპის საზაფხულო სკოლებში და ისარგებლონ სრული პაკეტით. რაც გულისხმობს ცხოვრებას, უსაფრთხო გარემოს, სწავლას, ექსკურსიებს, დასვენებას და სხვა მრავალფეროვან აქტივობებს. საზაფხულო სკოლის მონაწილეებს გადაეცემათ საჭირო წიგნები, ტესტები და, რა თქმა უნდა, სერთიფიკატი. რაც მთავარია, „სკოლა ჰელიოსის“ მოსწავლეები ისარგებლებენ შეღავათიანი ფასით.საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ „სკოლა ჰელიოსის“ მოსწავლეებს, რომელთა ასაკი არის 10-17 წელი.   ინფორმაციისთვის მიმართეთ სკოლის ადმინისტრაციას.❤️