• ახალი წლის ზღაპარი

          • ❤️"სკოლა ჰელიოსის" Iგ კლასის მოსწავლეებმა წარადგინეს საახალწლო ღონისძიება  "ახალი წლის ზღაპარი".   მათ გაითამაშეს  სცენა, თუ როგორ ემზადებიან ტყის ბინადარნი ახალი წლისთვის.❤️

          • ხელოვნების სასახლე

          • ❤️ „სკოლა ჰელიოსის“ IV კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ხელოვნების სასახლის საახალწლო პროგრამაში. მათ მოისმინეს ინფორმაცია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში საახალწლო წეს-ჩვეულებების და ტრადიციების შესახებ. პროგრამის ბოლოს ბავშვები დაკავდნენ სახალისო აქტივობით.❤️

          • მოზარდ მაყურებელთა თეატრი

          • ❤️ „სკოლა ჰელიოსის“ Iა, Iბ და Iგ კლასის მოსწავლეები ეწვივნენ ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრს სპექტაკლზე „მაუგლი“. ბავშვებს ძალიან მოეწონათ მსახიობების მიერ განსახიერებული ტყის ბინადრები, ყველაზე დიდი შთაბეჭდილება კი მაუგლის პერსონაჟმა მოახდინა.❤️

          • რა?სად?როდის?

          • ❤️ „სკოლა ჰელიოსში“ ჩატარდა ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“, რომელიც გეოგრაფიულ კითხვებს მოიცავდა. მონაწილეობას იღებდა VII, VIII, IX, და X კლასის მოსწავლეები, რომლებიც გადანაწილებულნი იყვნენ 4 გუნდში. თამაში საკმაოდ დაძაბული და საინტერესო აღმოჩნდა. დასასრულს, გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი ირაკლი ხასაიას ლიდერობით.❤️

          • ხელოვნების სასახლე

          • ❤️ „სკოლა ჰელიოსის“ IIIბ და IIIგ კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ ხელოვნების სასახლეში საგანმანათლებლო პროგრამაზე „საახალწლო ტრადიციები“. მოსწავლეები გაეცვნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში როგორ აღნიშნავდნენ ახალ წელს, რა ტრადიციები და წეს-ჩვეულებები ჰქონდათ ძველად. დასასრულს, ბავშვებმა ბუნებრივი მასალით დაამზადეს ორიგინალური თოვლის ბაბუები.❤️

          • სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმი

          • ❤️„სკოლა ჰელიოსის“ V და VI კლასის მოსწავლეები ეწვივნენ სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმს. ბავშვებმა დაათვალიერეს ნეოლითისა და ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ნივთები, ძვირფასი ქვისა და ლითონის ნაკეთობები. მოსწავლეები ასევე გაეცვნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხის მცხოვრებთა ტრადიციულ ჩაცმულობას, მეომართა აღკაზმულობას და საომარ იარაღებს.❤️

          • მართლმსაჯულების მუზეუმი

          • ❤️ „სკოლა ჰელიოსის“ IX და X კლასის მოსწავლეები ეწვივნენ საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მის შენობაში არსებულ „მართლმსაჯულების მუზეუმს“. მოსწავლეებმა დაათვალიერეს სასამართლო დარბაზები, რომელთა შორის გამორჩეულია ისტორიული დარბაზი. ამ დარბაზში გაასამართლეს უდიდესი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის მკვლელობაში ბრალდებული პირი. ამ დარბაზშია გადაღებული კინოკადრები ქართული ფილმებიდან: „მონანიება“, „ჩაკლული სული“, „დათა თუთაშხია“, „მევლუდი“ და სხვა. მოსწავლეებმა იხილეს უძველესი ქართული სამართლის ძეგლთა ნიმუშები: ბექა-აღბუღას სამართლის წიგნი, ხელმწიფის კარის გარიგება და სხვ.❤️

          • პროექტი “ჩემი ფერმა”

          • ❤️„სკოლა ჰელიოსის“ IIIა კლასის მოსწავლეებმა საგაკვეთილო თემა „ჩემი ფერმა“ წარმოადგინეს პრეზენტაციის სახით, ინგლისურ ენაზე🐷🐮🐴. შექმნეს ფერმის საინტერესო მაკეტები. ისაუბრეს ცხოველების და ფერმაში საქმიანობის შესახებ.❤️

          • წელიწადის დროები

          • ❤️ „სკოლა ჰელიოსის“ VI კლასის მოსწავლეებმა ბუნებისმეტყველების სწავლების ფარგლებში ისწავლეს თუ როგორ ენაცვლება ერთმანეთს წელიწადის დროები. 🍂 🍂 მათ ცვლილებას იწვევს დედამიწის ბრუნვა მზის გარშემო. ეს ცვლილება მცენარეებში აისახება ფოთლების ფერის ცვლილებით. მოსწავლეებმა საცხოვრებელ გარემოში შეაგროვეს ფოთლები და გააკეთეს ჰერბარიუმები.❤️ 🍂 🍂

          • მოზარდ მაყურებელთა თეატრი

          • ❤️„სკოლა ჰელიოსის“ IIIბ და IIIგ კლასის მოსწავლეები ეწვივნენ ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრს 🎭 🎭 სპექტაკლზე „ჩიპოლინო“. ბავშვები ინტერესით უყურებდნენ სპექტაკლს და შთაბეჭდილებებით აღსავსენი დაბრუნდნენ სკოლაში.❤️

          • საქართველოს კუთხეები

          • ❤️ ,,სკოლა ჰელიოსის" უფროსკლასელებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია,რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს სხვადასხვა კუთხის კულტურისა და ტრადიციის  გაცნობას.მოსწავლეებმა საინტერესოდ ისაუბრეს ჩვენი ქვეყნის ღირშესანიშნაობებზე.პრეზენტაციას თან ერთვოდა ამა თუ იმ კუთხისათვის დამახასიათებელი სიმღერები.❤️

          • ვიქტორინა მათემატიკაში

          • ❤️„სკოლა ჰელიოსში“ ჩატარდა მათემატიკური ვიქტორინა, რომელშიც მონაწილეობდა 6 გუნდი: გალაქტიკა, ჩემპიონები, მათემატიკოსები, გენიოსები, ტვინიკოსები და სხარტები. მოსწავლეები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ლოგიკური ამოცანების ამოხსნაში, იყო კაპიტნების კონკურსიც. გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი „სხარტები“.❤️

          • თბილისის მთავარი ბიბლიოთეკა

          • ❤️ „სკოლა ჰელიოსის“ IV კლასის მოსწავლეები იყვნენ თბილისის მთავარ ბიბლიოთეკაში. პატარა მკითხველები გაეცვნენ საუკეთესო საბავშვო გამოცემებს. ინტერესით დაათვალიერეს ილუსტრირებული ზღაპრების, ლეგენდების, თხზულებების, მოთხრობების წიგნებით მდიდარი ბიბლიოთეკა 📖 📚 . მოისმინეს ინფორმაცია ბიბლიოთეკის ისტორიის და ფუნქციის შესახებ. თავად შეარჩიეს მათთვის საინტერესო წიგნები.❤️ 📖 📚 ❤️

          • მოზარდ მაყურებელთა თეატრში

          • ❤️„სკოლა ჰელიოსის“ IIIა კლასი ნოდარ დუმბაძის მოზარდ მაყურებელთა თეატრში დაესწრო წარმოდგენას „ჩიპოლინო“. მოსწავლეები ემოციებით აღსავსენი დაბრუნდნენ სკოლაში და ემოციების გაზიარება საკლასო ოთახშიც გააგრძელეს.❤️

          • ხელოვნების სასახლე

          • ❤️ „სკოლა ჰელიოსის“ Iა, Iბ, და Iგ კლასის მოსწავლეები ეწვივნენ ხელოვნების სასახლეს. გიდის ხელმძღვანელობით მოსწავლეებმა დაათვალიერეს სასახლე, გაეცვნენ უძველეს ფერწერას, საკუთარი თვალით იხილეს მეფეთა და დედოფალთა უძველესი ძვირფასი შესამოსელი. ბავშვებმა მოისმინეს ქართული და უცხოური ანიმაციის წარმოშობის ისტორია. დასასრულს, პრაქტიკულად იმუშავეს, ფურცლებზე აღბეჭდეს ანიმაციის ცნობილი გმირები.❤️