• საგზაო ნიშნები

          • დაგვეთანხმებით, რომ საგზაო ნიშნები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მათი შესწავლა ღირებული და სასარგებლოა მოსწავლეებისთვის.

            მეორე კლასში ჩატარებული აქტივობის ,,ჩვენი მეგობარი საგზაო ნიშნები"-ს მთავარი მიზანი საგზაო წესების შესახებ ცოდნის კონსოლიდაცია, ქუჩაში პასუხისმგებლობის გრძნობისა და ფრთხილად ქცევის მოტოვირება იყო.

            იმეგობრე საგზაო ნიშნებთა და იგრძენი თავი დაცულად.

          • ძველი ბერძნული ანტიკური თეატრი და ოპერის გამვითარება

          • მუსიკის გარეშე ცხოვრება უბრლოდ შეცდომა იქნებოდა"- ნიცშე. ბავშვების გემოვნების განვითარებაზე ბევრი რამ ახდენს გავლენას, მათ შორის უპირველესია მუსიკა. სკოლა ჰელიოსის მე 6 კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე: " ძველი ბერძნული ანტიკური თეატრი და ოპერის გამვითარება".

          • ექსკურსია

          • ალბათ დაგვეთანხმებით, რომ კლასგარეშე განათლება, რომელსაც მოსწავლე არაფორმალურ გარემოში იღებს, ისეთივე მნიშვნელოვანია სოციალური და კვლევითი უნარების განვითარებისთვის, როგორც კლასში გამოყენებული სპეციალური მეთოდები.

            უფრო მეტიც – ამ დროს მოსწავლეები გართობისა და დასვენების დროს გაუცნობიერებლად იძენენ ახალ ცოდნას, განივითარებენ უნარ-ჩვევებს და გამოიმუშავებენ გარემოსადმი სწორ დამოკიდებულებას.

            ამ მიზნით, წლის დასასრულეს, მესამე კლასის მოსწავლეები სიყვარულის ქალაქს სტუმრობდნენ, დიდი ინტერესით დაათვალიერეს და მოილოცეს ბოდბის მონასტერი.

            სასწავლო შემეცნებითი ვიზიტი გასართობი ღონისძიებებით დასრულდა და მოსწავლეებს კიდევ ერთი ერთად გატარებული, დასამახსოვრებელი დღე დარჩათ სახსოვრად..

          • კვირა დღე თეატრში

          •  

            Vა კლასის მოსწავლეები გაზაფხულის მოსვლას მიეგებნენ და იმოგზაურეს ზღაპრის ჯადოსნურ სამყაროში.

            მათ იხილეს სპექტაკლი: ,,ბურატინო” და მიიღეს დაუვიწყარი შთაბეჭდილებები.

          • შოკოლადის მუზეუმი

          • ალბათ ხშირად გსმენიათ, რომ შავი შოკოლადი სასარგებლოა და იმ სიამოვნებასთან ერთად, ამ ტკბილეულის მირთმევას რომ ახლავს, მისგან ბევრი სარგებლის მიღება შეგიძლიათ.

            სკოლა ჰელიოსის პატარა ანგელოზები შოკოლადის მუზეუმს ეწვივნენ სტუმრად, სადაც მათ მიიღეს ინფორმაცია შოკოლადის წარმოების შესახებ და დააგემოვნეს ნამდვილი ქართული შოკოლადი.