• ვიზიტი სტამბაში

          • ❤️ სკოლა ,, ჰელიოსის" 3ბ და 3გ კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ სტამბა ,, ფავორიტში"  ბავშვებმა ნახეს  თუ როგორ იბეჭდებოდა და  იკინძებოდა წიგნები. როგორ მზადდებოდა სარეკლამო ბარათები . დასასრულს, სტამბის თანამშრომლებმა მოსწავლეები წიგნებით დაასაჩუქრეს ,რომლებიც იქვე  ბავშვების დახმარებით იქნა დაბეჭდილი და აკინძული.❤️

          • ილუზიების მუზეუმი

          • ❤️ მე 4 კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ თბილისის ილუზიების მუზეუმს. გაეცნენ ოპტიკური, ფიზიოლოგიური და შემეცნებითი ილუზიის არსს. დაათვალიერეს 70 მდე ილუზიების კანონზე დაფუძნებული ექსპონატი.❤️

          • სახანძრო-სამაშველო მუზეუმი

          • ❤️ 19 თებერვალს სკოლა „ჰელიოსის“ V-VI კლასების მოსწავლეები ესტუმრნენ თბილისის „სახანძრო-სამაშველო მუზეუმს“. უნიკალური ექსპონატების დახმარებით მათ იმოგზაურეს საინტერესო სამყაროში და თვალი მიადევნეს მეხანძრეობის განვითარების ყველა ეტაპს ჩვენს ქვეყანაში. 🚒🚒🚨მოსწავლეებმა მუზეუმში ნანახი და გაგონილი წარმატებით დაუკავშირეს სკოლაში განვლილ მასალას. მათ იციან, რომ გადაუდებელი დახმარების სამსახურის თანამშრომლები, ხშირად საკუთარი სიცოცხლის ფასად ეხმარებიან ადამიანებს და ამისთვის დაფასებას იმსახურებენ. თავიანთი ვიზიტით მოსწავლეებმა გამოხატეს მათდამი მადლიერება.❤️

          • თბილისის ავტომუზეუმი

          • ❤️ 12 თებერვალს სკოლა "ჰელიოსის"  მოსწავლეები ესტუმრნენ "თბილისის ავტომუზეუმს", სადაც რარიტეტული მანქანების კოლექციაა წარმოდგენილი🚙🚕🚗🚌. მოსწავლეები გაეცვნენ საბჭოთა კავშირის მანქანათწარმოების ისტორიას. ღონისძიება შემეცნებითი ხასიათის იყო: საგან "სამოქალაქო განათლების" ფარგლებში მოსწავლეები სწავლობენ თუ რა არის სახელმწიფო, რა არის ბაზარი, ეკონომიკა, ინდუსტრია და ა.შ. ამ ტურის მიზანს წარმოადგენდა  მოსწავლეების ავტოინდუსტრიით🚛🚚🚒🚐 დაინტერესება❤️

          • ცუფრული ხელოვნების მუზეუმი

          • ❤️სკოლა ჰელიოსის მოსწავლეები ესტუმრნენ ციფრული ხელოვნების მუზეუმს. სადაც ქართულ სივრცეში წარმოდგენილი იყო ვაჟა ფშაველას მოთხრობა  ,,ხმელი წიფელი". აგრეთვე დაათვალიერეს   კოსმიური ფიგურებით აწყობილი ორი დარბაზი .პროექტი მოსწავლეებისთვის საინტერესო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა.❤️

          • ნ.დუმბაძის სახელობის თეატრი

          • ❤️2020 წლის 11 თებერვალს "სკოლა ჰელიოსის"  მეორე ა, ბ და გ  კლასის მოსწავლეები  ეწვივნენ  ნ. დუმბაძის სახელობის მოზარდ-მაყურებელთა თეატრს და ნახეს სპექტაკლი " ალადინი".❤️

          • ცოფრული ხელოვნების მუზეუმი

          • ❤️

             სკოლა ჰელიოსის მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებს ინტეგრირებული გაკვეთილისფარგლებში ჩაუტარდათ ექსკურსია ციფრული ხელობნების მუზეუმშიაქ მოსწავლეებმაიხილეს ციფრული ტექნოლოგიებით გაცოცხლებული და განათებული კოსმოსური სივრცეწყალქვეშა სამყარო და სხვა.  აგრეთვე წარმოდგენილი იყო ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებიხმელი წიფელი”.

             ციფრული ტექნოლოგიებით გაცოცხლებულმა წარმოდგენამ დაუვიწყარი შთაბეჭდილებადაუტოვა მოსწავლეებს და მათი დიდი მოწონება დაიმსახურა.❤️

          • ბიოლოგიის პრაქტიკუმი

          • ❤️ ბიოლოგიის პრაქტიკუმზე lX-X კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი ,რომლის დროსაც მოახდინეს გენეტიკური მასალის გამოყოფა ბანანის ქსოვილიდან.❤️

          • საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე

          • ❤️ " სკოლა ჰელიოსში"  წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღსანიშნავად ჩატარდა საჯაროდ კითხვის საათი,სადაც მონაწილეობდნენ მეორე ა და ბ კლასის მოსწავლეები. მოსწავლეებმა ხმამაღლა წაიკითხეს ზღაპრები და გამართეს დისკუსია.❤️

          • ვულოცავთ ირაკლის და ვუსურვებთ წარმატებას ფინალში🎉🎊🏅

          • 🥇🏆🎉🎊 სიხარულით გვინდა გაცნობოთ, რომ 2019-2020 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის I და II ტურში წარმატებით იასპარეზა „სკოლა ჰელიოს“-ის X კლასის მოსწავლემ ირაკლი ხასაიამ. მთელი საქართველოს მასშტაბით იგი მოხვდა იმ 50 მოსწავლეს შორის , რომელიც ფინალში იასპარეზებს. ვულოცავთ და წარმატებებს ვუსურვებთ ირაკლის ფინალურ ტურში!🥇🏆🎉🎊

          • ექსპერიმენტორიუმი

          • ❤️ 2019 წლის 31 იანვარს მეორე ა, ბ და გ კლასის მოსწავლეები , ესტუმრნენ " ექსპერიმენტორიუმს". ექსკურსია იყო შემეცნებითი ხასიათის. ☺️❤️

          • გერმანულის ღონისძიება

          • ❤️ 🇩🇪 სკოლა "ჰელიოსში" ჩატარდა გერმანულენოვანი ღონისძიება, რომელიშიც მონაწილეობა მიიღეს lV ,V და Vl კლასის მოსწავლეებმა. მათ დადგეს  გერმანულენოვანი სპექტაკლი  და გააცოცხლეს   "წითელქუდას" ზღაპრის გმირები. თეატრალური წარმოდგენის შემდეგ ბავშვები  გერმანული ლექსებითა და სიმღერებით მიესალმნენ მაყურებლებს. ღონისძიება  იყო ძალიან სახალისო , საინტერესო, შთამბეჭდავი  და  მოსწავლეებმა გამოვლინეს  გერმანული ენის  ცოდნა და ინტერესი.❤️🇩🇪