• ბოულინგის ტურნირი

          • ❤️„სკოლა ჰელიოსის“ VIII, IX კლასის მოსწავლეები ეწვივნენ ლებოვსკი ბოულინგ კლუბს, სადაც მონაწილეობა მიიღეს ბავშვთა ბოულინგის ტურნირში. მოსწავლეებმა დიდი ხალისით ითამაშეს 14-17 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში. ფინალში მოხვდა VIII კლასის მოსწავლე ლაშა გავაშელიშვილი და მას გადაეცა სასაჩუქრე ბარათი.❤️

          • საქართველოს ეროვნული მუზეუმი

          • ❤️„სკოლა ჰელიოსის“ III და IV კლასის მოსწავლეებს უმასპინძლა საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა. გამოფენის დათვალიერების შემდეგ მოსწავლეები გაეცვნენ ლეონარდო და ვინჩის, როგორც ხელოვანის და მეცნიერის შემოქმედებას. ბავშვები დაკავდნენ მრავალფეროვანი შემეცნებითი აქტივობებით.❤️

          • თეატრი “მუზა”

          • ❤️„სკოლა ჰელიოსის“ Iა, Iბ და Iგ კლასის მოსწავლეები ეწვივნენ მერაბ ბერძენიშვილის სახელობის  თეატრს „მუზა“ და იხილეს სპექტაკლზე „ტყის ზღაპარი“. მოსწავლეები დადებითი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ სკოლაში. მასწავლებელი: თამარ ქემოკლიძე, თამარ რიჟამაძე და ნათია აბშილავა❤️

          • ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმი

          • ❤️„სკოლა ჰელიოსის“ IIბ და IIგ კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმში. მათ დაათვალიერეს მუზეუმი და მონაწილეობა მიიღეს საგანმანათლებლო პროგრამაში „გოლოვინი“. აქტივობა ბავშვებისთვის საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა. მასწავლებელი: ლელა სეხნიაშვილი❤️

          • ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმი

          • ❤️„სკოლა ჰელიოსის“ IIა კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში. მათ დაათვალიერეს პოეტის ციფრული გამოფენა, მოისმინეს ლექსები და მონაწილეობა მიიღეს საგანმანათლებლო პროგრამაში „აივნებიანი ქალაქი“. მასწავლებელი: ლელა სეხნიაშვილ❤️

          • აბრეშუმის მუზეიმი

          • ❤️„სკოლა ჰელიოსის“ III და IV კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმს, საგანმანათლებლო პროგრამაზე „ოთხი სიცოცხლე“. პროგრამის ფარგლებში უყურეს ვიდეოს და ჩაერთვნენ გუნდურ აქტივობებში. პროგრამის დასასრულს ბავშვებმა მიღებული ინფორმაციის გამოყენებით დაამზადეს სამახსოვრო ბუკლეტები. მასწავლებელი: ლანა თუმანიშვილი, სოფიო კაპანაძე❤️

          • ამერიკული კუთხე

          • ❤️„სკოლა ჰელიოსის“ III და V კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ ეროვნული სასახლის თბილისის ამერიკულ კუთხეს.  მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია ამერიკული კუთხის საქმიანობის, მიმდინარე პროგრამების და პროექტების შესახებ. ბავშვები აქტიურად ჩაერთვნენ სამაგიდო თამაშებში, გამოავლინეს ინგლისურის ცოდნა და გუნდური მუშაობის უნარი. მოსწავლეები დასაჩუქრდნენ სამახსოვრო წიგნებით. მასწავლებელი: ნინო ჩხიკვაძე, ლანა თუმანიშვილი❤️

          • მოსწავლეების დაჯილდოვება

          • ❤️„სკოლა ჰელიოსის“ მოსწავლეები დაჯილდოვდნენ ოლიმპიადა „ევერესტში“ და „კინგსში“ მონაწილეობისა და მიღწეული წარმატებისთვის.მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ✅ „სკოლა ჰელიოსი“ პირველ ადგილზეა რეგიონში იმ მოსწავლეთა პროცენტული რაოდენობით, რომლებმაც კინგსის 2018 წლის შემოდგომის სეზონის ქართული ენის ოლიმპიადის ფინალურ ტურში დაიმსახურეს დიპლომი✅ საუკეთესო ოცეულშია ქალაქის სკოლებს შორის იმ მოსწავლეთა პროცენტული რაოდენობით, რომლებმაც კინგსის 2018 წლის მათემატიკის ოლიმპიადების ფინალურ ტურებში დაიმსახურეს დიპლომი✅ საუკეთესო ათეულშია საქართველოში იმ მოსწავლეთა პროცენტული რაოდენობით, რომლებმაც კინგსის 2018 წლის შემოდგომის სეზონის ინგლისური ენის ოლიმპიადის ფინალურ ტურში დაიმსახურეს დიპლომი„სკოლა ჰელიოსი“ ულოცავს მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებას.❤️

          • ექსკურსია 112-ში

          • ❤️„სკოლა ჰელიოსის“ V კლასის მოსწავლეები ეწვივნენ „112“-ის თბილისის ცენტრს. მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია საქართველოში მოქმედი გადაუდებელი დახმარების ნომრის შესახებ. ცენტრის წარმომადგენელმა განუმარტა მოსწავლეებს თუ როდის უნდა დარეკონ 112-ზე და რა სანქციებია გათვალისწინებული არამიზნობრივი ზარის შემთხვევაში. მოსწავლეებმა დაათვალიერეს ოპერატორების სამუშაო სივრცე და მოისმინეს სახალისო ზარები. მასწავლებელი: თამარ გიგაური❤️

          • დედის დღე სკოლა ჰელიოსში

          • ❤️მარტის პირველ კვირაში „სკოლა ჰელიოსში“ ჩატარდა დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები. IIა კლასმა გამართა ლიტერატურული საღამო „მინდა ვიყო მისთვის გაზაფხული“.  IIბ კლასმა წარმოადგინა მინი სპექტაკლი „ლამაზი დედა“. IIგ კლასმა დედის დღე ლექსებით და სიმღერებით მიულოცეს დედებს. ბავშვებმა გულთბილი სიტყვები არ დაიშურეს, რასაც ცრემლების გარეშე ვერ უყურეს ბედნიერმა მშობლებმა. მასწავლებელი: ლელა სეხნიაშვილი, ნანა დარჯანია, ნათია აკოფოვი❤️