• ფერადი შემოდგომა

          • წელიწადის ყველა დრო ბავშვებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია და თითოეულ მათგანს აქვს თავისი ხიბლი. წარმოდგენილი აქტივობისთვის შევარჩიეთ შემოდგომის თემა, რადგან განსაკუთრებული სიმდიდრითა და მრავალფეროვნებით ხასიათდება. ბავშვებისთვის შემოდგომის პერიოდი კიდევ უფრო მიმზიდველი გახდა წარმოდგენილი ბუნებრივი თვალსაჩინოებებით, რაც შემოდგომას ახასიათებს. აქტივობის ფარგლებში მოსწავლეებმა შეასრულეს ნახატები, წარმოთქვეს ლექსები და ისაუბრეს შემოდგომით მოსავლის მრავალფეროვნებაზე, რომელიც ადამიანის დაუღალავი შრომის შედეგია.

          • მხიარული ვიქტორინა

          • " სკოლა ჰელიოსის"  2გ კლასში ჩატარდა  სახალისო ვიქტორინა მათემატიკაში. ვიქტორინა  შედგებოდა 3 ტურისაგან. სახალისო ამოცანები, ჩაფიქრებული რიცხვის პოვნა და ქვიშის საათი(დროზე ორიენტირებული).

          • ჰაგიოგრაფიული მწერლობის ნიმუშები

          • ,,სკოლა ჰელიოსის"Xკლასის მოსწავლეებმა შეისწავლეს ჰაგიოგრაფიული მწერლობის ნიმუშები.ისაუბრეს ეკლესიის როლზე ქრისტიანობის განმტკიცების საქმეში.პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს საქართველოსა  და საზღვრებს მიღმა არსებული სასწავლო_სამონასტრო ცენტრები(გელათისა და იყალთოს აკადემია,ათონის სალიტერატურო სკოლა,პეტრიწონის ფილოსოფიური კერა)აქტივობის მიზანი იყო შესწავლილ მასალებს შორის ურთიერთკავშირის დამყარება და სამონასტრო ცხოვრების ზოგადსაკაცობრიო როლის განსაზღვრა.

          • შემოდგომის ფერები

          • ❤️🍂🍁 "სკოლა ჰელიოსის"  2გ კლასის მოსწავლეებმა  საკლასო ოთახი  შემოდგომის თბილი ფერებით მორთეს .ნიჭიერმა ბავშვებმა ხელოვნების გაკვეთილზე ფერადი ფურცლებისაგან  შექმნეს წითელ-ყვითელი ფოთლები, ქოლგები და რაც მთავარია   შემოდგომის მზესავით თბილი განწყობა შეგვიქმნეს თავისი ხელებით.🍂🍁❤️

          • ორგანული ქიმია ჩვენ ცხოვრებაში

          • პრეზენტაცია - ,,ორგანული ქიმია ჩვენ ცხოვრებაში'' XI კლასის მოსწავლეებმა  პედაგოგის ხელმძღვანელობით  ისაუბრეს ორგანული ქიმიის მნიშვნელობაზე ადამიანისა და ბუნებისთვის. აღნიშნეს მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, გაუზიარეს ერთმანეთს ცოდნა, რამაც უფრო საინტერესო გახადა თემის შესწავლა