• ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმი

          • ❤️„სკოლა ჰელიოსის“ IIIა კლასის მოსწავლეები იყვნენ ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმში საგანმანათლებლო პროგრამაზე „მოკლე ჩართვა“. მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ პროგრამაში და შთაბეჭდილებებს სხვებსაც უზიარებდნენ.❤️

          • ქიმიური ცდები

          • ❤️ „სკოლა ჰელიოსის“ VII კლასის მოსწავლეებმა რეაქციების საშუალებით აღწერეს ფიზიკური და ქიმიური მოვლენები. პირველი რეაქციის დროს შაქარი დაწვეს, ხოლო მეორე რეაქციის დროს შაქარი შეურიეს წყალს და დააკვირდნენ რეაქციის მსვლელობას.❤️

          • ღია გაკვეთილი მუსიკაში

          • ❤️„სკოლა ჰელიოსის“ IIIბ კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი მუსიკაში 🎶 🎼 . გაკვეთილის თემა იყო „მხიარული ნოტები“. მოსწავლეებმა მასწავლებელთან ერთად ისაუბრეს ნოტების შესახებ 🎵 . გაკვეთილის ბოლოს, ბავშვები შეეცადნენ საკუთარი ინტერპრეტაციით ახალი მელოდია შეექმნათ.❤️.

          • თოჯინების თეატრი

          • ❤️„სკოლა ჰელიოსს“ ესტუმრა თოჯინების დასი სპექტაკლით „ნატვრის მზესუმზირა. პატარებს ძალიან მოეწონათ კეთილი თოჯინები და გულშემატკივრობდნენ მათ, მატყუარა მელაკუდაზე კი გაბრაზდნენ...ზღაპრის ბოლო კეთილია! ჩვენი პატარები ოვაციებით შეხვდნენ ზღაპრის ბედნიერ დასასრულს.❤️

          • საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

          • ❤️„სკოლა ჰელიოსის“ VI კლასის მოსწავლეები ეწვივნენ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას📖📚. ქალბატონმა ნინო გედენიძემ დეტალურად გააცნო ბავშვებს ბიბლიოთეკის დაარსებამდე და დაარსების შემდეგ მისი ისტორია. ესაუბრა ბიბლიოთეკაში არსებული წიგნების შესახებ, როგორ შეძლებენ მოსწავლეები გახდნენ ბიბლიოთეკის მკითხველები. დასასრულს, მოსწავლეებს ჰქონდათ საშუალება ერთ-ერთი სამკითხველო დარბაზი   დაეთვალიერებინათ.❤️📚📖

          • წიგნის დღე

          • ❤️ „სკოლა ჰელიოსში“ ჩატარდა 📖 📚  წიგნისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელშიც მთელი სკოლა იყო ჩართული. თითოეულმა კლასმა წარმოადგინა საკუთარი მომზადებული ღონისძიება. შემდეგ მოეწყო ბავშვების მიერ გაკეთებული წიგნების გამოფენა. ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებმა სამახსოვროდ სკოლის ბიბლიოთეკას გადასცეს წიგნები.❤️ 📖 📚

          • მე-6 კლასის პრეზენტაცია

          • ❤️ „სკოლა ჰელიოსში“ ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწავლების ფარგლებში მე-6 კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაცია და წარუდგინეს პირველი კლასის მოსწავლეებს თემაზე - წელიწადის დროები. პრეზენტაციის დასასრულს საინტერესო გამოცანები ჰქონდათ მომზადებული პატარებისთვის.❤️

          • გარდენია ❤️

          • ❤️ „სკოლა ჰელიოსის“ IIIბ და IIIგ კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ გარდენიაში საგანმანათლებლო პროგრამაზე „მწვანე გაკვეთილი“. პროგრამის ფარგლებში მიიღეს ინფორმაცია ყვავილების მოვლის შესახებ. ასევე, მოხატეს ქოთნები და ჩარგეს ყვავილები🌷💐🌸🌼. დასასრულს, საჩუქრად მიიღეს საკუთარი დარგული ყვავილი. ❤️

          • ძველი თბილისი ❤️

          • ❤️„სკოლა ჰელიოსის“ VI კლასის მოსწავლეებმა თბილისს სხვადასხვა რაკურსიდან შეხედეს. ეწვივნენ ძველ თბილისს. მოინახულეს მეტეხის ტაძარი, აბანოთუბანი, ლეღვთახევი და ნარიყალას ციხე-სიმაგრე, ასევე მუსლიმთა სალოცავი-მეჩეთი. ისტორიის მასწავლებელი გზადაგზა აცნობდა ბავშვებს ისტორიულ დეტალებს. დაათვალიერეს საოცარი, ხის აივნებიანი შენობები. ❤️

          • კახეთის ექსკურსია

          • ❤️„სკოლა ჰელიოსის“ VII და VIII კლასის მოსწავლეები კახეთს ესტუმრნენ. მათ მოინახულეს შუამთის ძველი და ახალი მონასტრები, გრემი, ნეკრესი. ბოლოს გეოგრაფიის მასწავლებელთან ერთად ნახეს ახტალის ჩამქრალი ვულკანი. ❤️

          • მოზარდ მაყურებელთა თეატრი 🎭

          • ❤️☺️„სკოლა ჰელიოსის“ დაწყებითი კლასის მოსწავლეები ეწვივნენ ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრს 🎭 🎭 სპექტაკლზე „ოქროს თევზი“. თეატრი უდიდეს ესთეტიკურ სიამოვნებას ანიჭებს მოზარდ მაყურებელს. ჩვენი პატარები ბედნიერი სახეებით და გაბრწყინებული თვალებით გამოვიდნენ სპექტაკლიდან.❤️☺️

          • თბილისის ისტორიის მუზეუმი

          • ❤️„სკოლა ჰელიოსის“ VII და VIII კლასის მოსწავლეები სტუმრობდნენ თბილისის ისტორიის მუზეუმს (ქარვასლა). მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს საგანმანათლებლო პროგრამაში „მუზეუმი-ჯადოსნური სამყარო“. მათ იმოგზაურეს მსოფლიოს ყველაზე საინტერესო, უჩვეულო და ზღაპრული მუზეუმების სამყაროში. შემეცნებითი პროგრამის დასასრულს მოსწავლეებმა შექმნეს საკუთარი, გამოგონილი მუზეუმის მაკეტი🏛🏛❤️. პროგრამის ხელმძღვანელები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ მოსწავლეთა აქტიურობითა და აზროვნების უნარით. დამრიგებელი: ნინო ჩხიკვაძე; ისტორიის პედაგოგი: ელზა ხაინდრავა❤️

          • მოზარდ მაყურებელთა თეატრში

          • ❤️„სკოლა ჰელიოსის“ IV კლასის მოსწავლეებმა იხილეს მულტიმედიური, ექსპერიმენტული სპექტაკლი „ოდისეა“. სპექტაკლს ლიტერატურულ საფუძვლად მითოლოგია უდევს. წარმოდგენას ორი მთავარი პერსონაჟი ჰყავს, ჩვეულებრივი ოჯახის მამა და ანიმაციური გმირი ოდისევსი. წარმოდგენამ დიდი ინტერესი და ემოციები გამოიწვია. სპექტაკლი გაიმართა ნ. დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ თეატრში დიდ სცენაზე. მასწავლებელი: ლანა თუმანიშვილი❤️

          • ტოვსტონოგოვის სახელობის ბიბლიოთეკა

          • ❤️„სკოლა ჰელიოსის“ V კლასელები ესტუმრნენ ტოვსტონოგოვის სახელობის თბილისის მთავარ ბიბლიოთეკას. მოსწავლეებს ჩაუტარდათ კითხვის საათი. წაიკითხეს ეზოპეს იგავები და ძველი ბერძნული მითები. შემდეგ მოისმინეს ბიბლიოთეკის დაარსების ისტორია და გაეცვნენ წიგნის გამოწერის წესებს. მასწავლებელი: ნანა კაპანაძე❤️

          • საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი

          • ❤️„სკოლა ჰელიოსის“ VII კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ საქართველოს ფრანგულ 🇫🇷 ინსტიტუტს 🇫🇷 . ლინგვისტური და საგანმანათლებლო სფეროს კოორდინატორმა ქალბატონმა ქეთევან ქურციკიძემ, ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ბავშვებს ფრანგული დიპლომების Delf/Dalf გამოცდებთან დაკავშირებით, რომელთა მოპოვება მათ გზას გაუხსნის საფრანგეთის წამყვან უნივერსიტეტებში სასწავლებლად. ვიზიტი ფრანგულ კაფე Entree-ში დავასრულეთ, ფრანგულ სტილში 🇫🇷 🥐🥐. მასწავლებელი: ნაილი ყიფშიძე❤️

          • ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

          • ❤️„სკოლა ჰელიოსის“ VI კლასის მოსწავლეები ეწვივნენ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს. მოსწავლეებმა გიდთან ერთად ისაუბრეს ადამიანის განვითარების ეტაპებზე, რას იყენებდა ადამიანი სხვადასხვა პერიოდში ფურცლის და კალმის ნაცვლად, როგორ იქმნებოდა წიგნი, რა პროფესიები არსებობდა. მოსწავლეებმა, ასევე, დაათვალიერეს ცენტრში არსებული ხელნაწერები. დასასრულს, მოინახულეს ბიბლიოთეკის განყოფილება. მასწავლებელი: თამარ გიგაური❤️

          • თბილისის ბოტანიკურ ბაღში 🥰

          • ❤️ „სკოლა ჰელიოსის“ IIა, IIბ და IIგ კლასის მოსწავლეები ეწვივნენ თბილისის ბოტანიკურ ბაღს🌳🌲🍂🍁. ექსკურსია იყო შემეცნებითი ხასიათის. ბავშვებმა მიიღეს ინფორმაცია სხვადასხვა მცენარის წარმოშობისა და დანიშნულების შესახებ. მასწავლებლები: თამარ ქემოკლიძე, თამარ რიჟამაძე, ნათია აბშილავა❤️

          • აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი

          • ❤️„სკოლა ჰელიოსის“ IIIბ და IIIგ კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმს საგანმანათლებლო პროგრამაზე „ოთხი სიცოცხლე“. პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები ჩაერთვნენ გუნდურ აქტივობებში. დასასრულს, საჩუქრად მიიღეს ბუკლეტები, რომლებიც თვითონ დაამზადეს. მასწავლებლები: ნანა დარჯანია, ნათია აკოფოვი❤️

          • ჰელოუინი სკოლა ჰელიოსში

          • ❤️ 🎃 🦇 “სკოლა ჰელიოსის“ მოსწავლეებმა აღნიშნეს ჰელოუინი. მოეწყო კოსტუმირებული წვეულება, თამაშები, ცეკვა, სიმღერა, ისტორიების თხრობა. IV და V კლასის მოსწავლეებმა გაუზიარეს მაყურებელს დიდი ბრიტანეთის, აშშ-ს, კანადის (და სხვა ევროპული ქვეყნების) ტრადიციები და წარმოადგინეს ღონისძიება ინგლისურ ენაზე. 🦇 მოსწავლეებმა გადმოსცეს 🎃ჰელოუინის🎃 ისტორია, მონაწილეობა მიიღეს დეკორაციის მოწყობაში. დღემ მხიარულად და პოზიტიურად ჩაიარა. პედაგოგები: ლანა თუმანიშვილი, ნინო ჩხიკვაძე 🎃 🎃❤️