• მე-V კლასის ექსკურსია

          • ❤️„სკოლა ჰელიოსის“ V კლასის მოსწავლეები იყვნენ ექსკურსიაზე ანანურში, შემდეგ ესტუმრნენ ბაზალეთის ტბას. ბავშვები შთაბეჭდილებებით აღსავსენი დაბრუნდნენ თბილისში. მასწავლებელი: თამარ გიგაური❤️

          • Iბ კლასის ექსკურსია

          • ❤️"სკოლა ჰელიოსის" Iბ კლასი ესტუმრა იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმს, სოფელ ვარიანში. მოსწავლეები გაეცვნენ გოგებაშვილის ბიოგრაფიულ ცნობებს და დაათვალიერეს საცხოვრებელი გარემო, წიგნები, იაკობ გოგებაშვილის პირადი და საყოფაცხოვრებლო ნივთები. ექსკურსია იყო საგანმანათლებლო-გასართობი სახის.მასწავლებელი: თამარ  რიჟამაძე❤️

          • Iა კლასის ექსკურსია

          • ❤️"სკოლა ჰელიოსის" Iა კლასი ესტუმრა იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმს, სოფელ ვარიანში. მოსწავლეები გაეცვნენ გოგებაშვილის ბიოგრაფიულ ცნობებს და დაათვალიერეს საცხოვრებელი გარემო, წიგნები, იაკობ გოგებაშვილის პირადი და საყოფაცხოვრებლო ნივთები. ექსკურსია იყო საგანმანათლებლო-გასართობი სახის.მასწავლებელი: თამარ  ქემოკლიძე❤️

          • ვიქტორინა ქართულ ენაში

          • ❤️"სკოლა ჰელიოსის" III კლასის მოსწავლეების მონაწილეობით ჩატარდა ვიქტორინა ქართულ ენაში. მოსწავლეებმა წარმოადგინეს მინი-სპექტაკლები შესწავლილი იგავ-არაკების მიხედვით, უპასუხეს  საპროგრამო და კლასგარეშე შეკითხვებს, თავი გაართვეს ბლიც-კითხვებს და "მარტივი ლოგიკის"ამოცანებს. მასწავლებელი ლალი ბედუკაძე.

          • IIბ კლასის ექსკურსია

          • ❤️„სკოლა ჰელიოსის“ IIბ კლასის მოსწავლეებმა მოინახულეს ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი. ექსკურსია იყო როგორც საგანმანათლებლო, ასევე გასართობი. მასწავლებელი: ნანა დარჯანია❤️

          • მე-V კლასის პრეზენტაცია ისტორიაში

          • ❤️„სკოლა ჰელიოსის“ V კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაცია საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეების შესახებ. მათ ისაუბრეს ამ მხარეების კულტურული და ყოფითი თავისებურებების შესახებ, წარმოაჩინეს თითოეული მათგანის როლი საქართველოს ისტორიაში. მასწავლებელი: ქეთევან გველუკაშვილი❤️

          • ექსკურსია ყაზბეგში

          • ❤️„სკოლა ჰელიოსის“ მოსწავლეები პედაგოგებთან და მშობლებთან ერთად ესტუმრნენ ყაზბეგს. მათ მოინახულეს: ანანურის ციხე, გერგეთის სამება და დარიალის ხეობა (სამონასტრო კომპლექსი). მასწავლებელი: სოფიკო ხაჩიძე❤️

          • ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი

          • ❤️„სკოლა ჰელიოსის“ IIგ კლასის მოსწავლეებმა მოინახულეს ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი. ექსკურსია იყო როგორც საგანმანათლებლო, ასევე გასართობი. მასწავლებელი: ნათია აკოფოვი❤️

          • ჩემი საყვარელი მწერალი

          • ❤️„სკოლა ჰელიოსის“ V  კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია „ჩემი საყვარელი მწერალი“. ბავშვებმა მოიძიეს ინფორმაცია მათი საყვარელი მწერლის ბიოგრაფიული ცნობებისა და ნაწარმოებების შესახებ, რაც ისწავლეს და წარმოადგინეს პრეზენტაციის სახით. მასწავლებელი: თამარ გიგაური❤️

          • მსოფლიო თამბაქოს გარეშე

          • ❤️„სკოლა ჰელიოსის“ მოსწავლეებმა აღნიშნეს საერთაშორისო დღე 31 მაისი - მსოფლიო თამბაქოს გარეშე.

            უფროსკლასელებმა ინტერგირებული გაკვეთილის ფარგლებში (ისტ - თამარ შავიშვილი; სამოქალაქო განათლება - ქეთევან გველუკაშვილი; ინგლისური - ნინო მაჭარაშვილი) მოამზადეს საინფორმაციო ბუკლეტები და პლაკატები ამ დღესთან დაკავშირებით.❤️

          • “ერთი დღე პარიზში”

          • ❤️„სკოლა ჰელიოსის“ მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია „ერთი დღე პარიზში“. მათ მსმენელებს პარიზის ღირშესანიშნაობები და ისტორია გააცნეს. მასწავლებელი: ნონა კუხალეიშვილი❤️

          • ექსკურსია ძველ თბილისში

          • ❤️„სკოლა ჰელიოსის“ IIა კლასის მოსწავლეებმა მოინახულეს ძველი თბილისი. მათ დაათვალიერეს ისტორიული ძეგლები და მიიღეს ინფორმაცია მათ შესახებ. იყვნენ მეტეხზე, ლეღვთა ხევსა და სიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, შემდეგ შუშის ხიდის საშუალებით რიყეს ეწვივნენ. მოსწავლეები შთაბეჭდილებებით აღსავსენი დაბრუნდნენ სკოლაში. მასწავლებელი: ლელა სეხნიაშვილი❤️