• პრეზენტაცია თემაზე "ჩვენი ტვინი და მახსოვრობა"

          • ❤️სკოლა ჰელიოსის ინგლისურის კლუბის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია თემაზე "ჩვენი ტვინი და მახსოვრობა" (Our Brain and Memory"). ნამუშევარი უაღრესად საინტერესო მეცნიერულ კვლევებსა სა ექსპერიმენტებზე დაყრდნობით მომზადდა.ბავშვებმა ისაუბრეს იმაზე, თუ რამდენად საიმედოა ჩვენი მახსოვრობა და როგორ ინახავს ტვინი სხვადასხვა მოვლენებს, რა არის ნორმალური და უნიკალური მახსოვრობა, როგორ ცვლის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება დამახსოვრების უნარს, როგორ ფუნქციონირებს ტვინი, როცა ერთდროულად  რამდენიმე რამეს ვაკეთებთ, ტვინში მიმდინარე რა პროცესებს სწავლობს სიცრუის დეტექტორი, არსებობს თუ არა ფერი, თუ ეს მხოლოდ ილუზიაა და რატომ გვეჩვენება, რომ რაც ასაკი გვემატება, დრო უფრო სწრაფად გადის.❤️

          • ეთნოგრაფიული მუზეუმი

          • ❤️„სკოლა ჰელიოსის“ V კლასის მოსწავლეები ეთნოგრაფიულ მუზეუმს ეწვივნენ. მოსწავლეებმა დაათვალიერეს სხვადასხვა კუთხისთვის განკუთვნილი ზონები, თითოეული კუთხისთვის დამახასიათებელი სამეურნეო ნაგებობებითა და ნივთებით. ხუროთმოძღვრების ნიმუშებთან ერთად მუზეუმში ბავშვებმა დაცული ეთნოგრაფიულ-მატერიალური კულტურის ამსახველი ექსპონატებიც დაათვალიერეს: საბრძოლო და შრომის იარაღები; კერამიკული მასალა, ხის მასალა და ა. შ. მოსწავლეები შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ სკოლაში. მასწავლებელი: თამარ გიგაური, ქეთევან გველუკაშვილი.❤️

          • ეტალონის დასკვნითი კონკურსი

          • ❤️„სკოლა ჰელიოსის“ VIII და IX კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“. ჩუღურეთის რაიონის „ეტალონის“ დასკვნითი კონკურსის II ადგილის მფლობელი გახდა IX კლასის მოსწავლე ირაკლი ხასაია. „სკოლა ჰელიოსი“ ულოცავს ირაკლის მიღწეულ გამარჯვებას და კიდევ მრავალ წარმატებას უსურვებს.❤️

          • ეტალონი 2019

          • ❤️ „სკოლა ჰელიოსის“ VIII და IX კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“. კონკურსის მეორე ეტაპზე გადავიდნენ VIII კლასის მოსწავლეები: ლიზი ხასაია; მარიამ შულაია; მარიამ გიორგობიანი; ნიკოლოზ გიორგაძე; ნიკოლოზ თედორაძე; თინათინ გოდერძიშვილი. IX კლასის მოსწავლეები: ირაკლი ხასაია; გიორგი სულუაშვილი; ალექსანდრე გურგენიძე. ❤️

          • ჯგუფური მუშაობა მათემატიკაში

          • ❤️ „სკოლა ჰელიოსის“ Iბ კლასში ჩატარდა სახალისო ჯგუფური მუშაობა მათემატიკაში. მოსწავლეებმა ჯგუფურად იმუშავეს სახალისო ამოცანების ამოხსნაზე. მასწავლებელი: ნინო აფციაური❤️

          • პროექტი “ჯანსაღი კვება”

          • ❤️"სკოლა ჰელიოსის" III კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ინტეგრირებული პროექტის პრეზენტაცია "ჯანსაღი კვება". პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა გაიაზრეს ჯანსაღი საკვების მიღების მნიშვნელობა, ააგეს კვების პირამიდები, მოახდინეს საკვების კატეგორიზაცია, გაიგეს როგორ გამოიმუშავონ ჯანსაღი ცხოვრების წესები, ჩაატარეს ექსპერიმენტები. პრეზენტაცია წარმოადგინეს ქართულ და ინგლისურ ენაზე. პედაგოგები: ლანა თუმანიშვილი, ნათია აბშილავა, ია ჯანუაშვილი.❤️

          • VIII-IX კლასების კონფერენცია

          • ❤️სკოლა ჰელიოსის VIII-IX კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა კონფერენციაში ,,სამშობლოს განცდა ქართველ პოეტთა შემოქმედებაში". მონაწილეებმა ემოციურად წაიკითხეს პოეზიის სხვადასხვა ნიმუში, იმსჯელეს ავტორის ხედვაზე და ნათლად ჩამოაყალიბეს მათი პიროვნული დამოკიდებულება წარმოდგენილ მასალაზე. დასასრულს მონაწილენი დაჯილდოვდნენ სიგელებით.❤️

          • პროექტი ,,ტაო-კლარჯეთი და გრიგოლ ხანძთელი"

          • სკოლა ჰელიოსის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პროექტი ,,ტაო-კლარჯეთი და გრიგოლ ხანძთელი". მათ მიმოიხილეს ისტორიული კუთხით ეს მხარე და ისაუბრეს მის იმდროინდელ საგანმანათლებლო ფუნქციაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით მსმენელებსა და მონაწილეებს შორის გაიმართა საინტერესო დისკუსია. მონაწილენი დაჯილდოვდნენ სიგელებით და დაიგეგმა ახლო მომავალში ისტორიული ტაო-კლარჯეთის მონახულება. მასწავლებლები: ქეთევან გველუკაშვილი, თამარ ვაჭარაძე

          • ჯგუფური მუშაობა მათემატიკაში

          • ❤️„სკოლა ჰელიოსის“ IIა და IIბ კლასში ჩატარდა სახალისო ჯგუფური მუშაობა მათემატიკაში. მოსწავლეებმა ჯგუფურად იმუშავეს სახალისო ამოცანების ამოხსნაზე. მასწავლებელი: ნინო აფციაური❤️

          • ლიტერატურული საღამო

          • ❤️„სკოლა ჰელიოსში“ IIა, IIბ და IIგ კლასების მონაწილეობით გაიმართა ლიტერატურული საღამო. მოსწავლეებმა გააცოცხლეს „დედა ენის“ ფურცლებზე დაწერილი მოთხრობები, ანდაზები და გამოცანები. მასწავლებელი: ლელა სეხნიაშვილი❤️

          • კალიგრაფიის კონკურსი

          • ❤️Iა, Iბ და Iგ კლასებში ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსი. გამოვლინდა კლასიდან საუკეთესო კალიგრაფიის მქონე მოსწავლეები: სოფია დავითაშვილი, მართა მუსელიანი და ნინი ონიანი. მოსწავლეებს გადაეცათ სიგელები მონაწილეობისათვის.მასწავლებელი  თამარ რიჟამაძე❤️

          • ქართული ენის დღე

          • ❤️ 16 აპრილს "სკოლა ჰელიოსის" მეოთხე კლასის მოსწავლეებმა ქართული ენის დღესთან დაკავშირებით წარმოადგინეს ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია, სახელწოდებით:"ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ!"მასწავლებელი: ლალი ბედუკაძე ❤