• მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში

          • ❤️„სკოლა ჰელიოსის“ IIIა კლასის მოსწავლეები იყვნენ ლიტერატურულ ექსკურსიაზე მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. მოსწავლეები დიდი ინტერესით უსმენდნენ მთხრობელს, რომელმაც წარსულის საინტერესო ისტორიები მოუთხრო მათ. ავალიშვილის, ამაშუკელის და სხვათა ქანდაკებებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ბავშვებზე. მასწავლებელი: ლელა სეხნიაშვილი❤️

          • ილუზიების მუზეუმი

          • ❤️„სკოლა ჰელიოსის“ Iა, Iბ და Iგ კლასის მოსწავლეები👧🧒 ეწვივნენ ილუზიების მუზეუმს🤹‍♂️🎪. მოსწავლეები ესტუმრნენ ე. წ. ვორტექსის გვირაბს, გაიარეს სარკეებიან ოთახში, ისიამოვნეს ჰოლოგრამების კოლექციით, იხილეს ყველა ოპტიკური ილუზია, იმოგზაურეს ჯადოსნურ სამყაროში და სკოლაში ემოციებითა და შთაბეჭდილებებით სავსე დაბრუნდნენ🎉🎉🎊🎈. მასწავლებელი: ნათია ხვედელიძე, სოფო გრძელიშვილი, ელისო ჭიჭაღუა❤️

          • ბოულინგ კლუბი 🎳

          • ❤️„სკოლა ჰელიოსის“ უფროსკლასელებმა მონაწილეობა მიიღეს 🎳 ბოულინგ კლუბ „ლებოვსკიში“ 🎳 ბოულინგში ჩატარებულ ბავშვთა სამოყვარულო ტურნირში🏅🏆. მოსწავლეებმა იასპარეზეს 10-დან 14 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში. ფინალში გადავიდა IX კლასის მოსწავლე დაჩი მირველაშვილი. ვულოცავთ დაჩის წარმატებას! მასწავლებელი: თამარ გიგაური, ნინო ჩხიკვაძე, ნანა კაპანაძე❤️.

          • ვაზის სიმფონია

          • ❤️„სკოლა ჰელიოსის“ IIIა კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია „ვაზის სიმფონია“. მოსწავლეებმა ცალ-ცალკე კითხვით წარმოადგინეს საქართველოს თითოეული კუთხე. გაიხსენეს ანა კალანდაძის ლექსი „მოდიოდა ნინო მთებით მოდიოდა“ და საკუთარი ხედვით კარგად ახსნეს რა კავშირშია ვაზი წმინდა ნინოსთან და საქართველოსთან 🇬🇪. მასწავლებელი: ლელა სეხნიაშვილი❤️

          • გაკვეთილი არასაკლასო გარემოში ❤️

          • ❤️„სკოლა ჰელიოსის“ 2გ კლასის მოსწავლეებს ქართული ენის გაკვეთილი ჩაუტარდათ არასაკლასო გარემოში📒📙📘📗👩‍🏫. მოსწავლეები ესტუმრნენ დედა ენის ბაღს და მოინახულეს დედა ენის ძეგლი. მოსწავლეებმა გაიხსენეს დედა ენის ავტორი, ისაუბრეს იაკობ გოგებაშვილის ღვაწლზე და დედა ენის მნიშვნელობაზე. მასწავლებელი: თამარ გიგაური❤️

          • შოკოლადის მუზეუმი 🍫🍭

          • ❤️„სკოლა ჰელიოსის“ V-VI კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ შოკოლადის მუზეუმს. ბავშვებმა მოისმინეს ძალიან საინტერესო ლექცია შოკოლადის შესახებ🍫🍪🍭. შოკოლადის მუზეუმის დირექტორი, ბატონი ლევანი, თავად ესაუბრა ბავშვებს და უპასუხა მათ კითხვებს. დასასრულს, მოსწავლეებს მიეცათ საშუალება დაეგემოვნებინათ ნამდვილი ქართული შოკოლადი🍫🍫🍬. მასწავლებელი: თამარ გიგაური, სოფიო კაპანაძე❤️

          • თბილისის ზოოპარკი

          • ❤️2019 წლის 17 ოქტომბერს კერძო ,,სკოლა  ჰელიოსის“ III ა  კლასის მოსწავლეები იყვნენ  ექსკურსიაზე თბილისის ზოოპარკში, მონაწილეობა მიიღეს საგანმანათლებლო პროგრამაში, დაათვალიერეს  ტერარიუმი🐍🦎🐢 და ინახულეს იქ ბინადარი ფრინველები🐦🐧🦉 და ცხოველები🐭🐼🐻. დღე სასიამოვნოდ გაატარეს და შთაბეჭდილებები სხვებსაც გაუზიარეს. მასწავლებელი: ლელა სეხნიაშვილი☺️❤️

          • ექსკურსია კახეთში

          • ❤️ „სკოლა ჰელიოსის“ IX-X კლასის მოსწავლეები იყვნენ ექსკურსიაზე კახეთში🌳🌲🌿. ექსკურსიის მიზანი იყო ისტორიული ძეგლების გაცნობა და მათი მნიშვნელობის გააზრება. ბავშვებმა მოინახულეს კახეთის წმინდა სალოცავები: გრემი, ნეკრესი, გურჯაანის ყველაწმინდა. მასწავლებელი: ნანა კაპანაძე❤️

          • მეორე კლასი ხელოვნების სასახლეში

          • ❤️ „სკოლა ჰელიოსის“ IIგ კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ ხელოვნების სასახლეს🎭🖼🎨. ბავშვებმა იმოგზაურეს საინტერესო სამყაროში, მოინახულეს საგამოფენო დარბაზები, დაათვალიერეს მუდმივმოქმედი და დროებითი ექსპოზიციები. მოისმინეს მინი-ლექცია ქართული ანბანის შესახებ❤️. სკოლაში სასიამოვნო ემოციებით აღსავსენი დაბრუნდნენ. მასწავლებელი: თამარ გიგაური❤️

          • კინგსის დაჯილდოვება

          • ❤️„სკოლა ჰელიოსის“ მოსწავლეები დაჯილდოვდნენ ოლიმპიადა „კინგსში“ მონაწილეობისა და მიღწეული წარმატებისთვის.მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ✅ „სკოლა ჰელიოსი“ პირველ ადგილზეა რაიონში იმ მოსწავლეთა პროცენტული რაოდენობით, რომლებმაც კინგსის 2019 წლის გაზაფხულის სეზონის ინგლისური ენის ოლიმპიადის ფინალურ ტურში დაიმსახურეს დიპლომი✅ „სკოლა ჰელიოსი“ მეორე ადგილზეა საქართველოში იმ მოსწავლეთა პროცენტული რაოდენობით, რომლებიც კინგსის 2019 წლის გაზაფხულის სეზონის ინგლისური ენის ოლიმპიადაზე გახდნენ ფინალისტები„სკოლა ჰელიოსი“ ულოცავს მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებას.❤️

          • მოსწავლეების დაჯილდოვება

          • ❤️„სკოლა ჰელიოსის“ მოსწავლეები დაჯილდოვდნენ ოლიმპიადა „ევერესტში“ მონაწილეობისა და მიღწეული წარმატებისთვის.„სკოლა ჰელიოსი“ ულოცავს მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებას.❤️