• კინგსის დაჯილდოვება

          • ❤️„სკოლა ჰელიოსის“ მოსწავლეები დაჯილდოვდნენ ოლიმპიადა „კინგსში“ მონაწილეობისა და მიღწეული წარმატებისთვის.მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ✅ „სკოლა ჰელიოსი“ პირველ ადგილზეა რაიონში იმ მოსწავლეთა პროცენტული რაოდენობით, რომლებმაც კინგსის 2019 წლის გაზაფხულის სეზონის ინგლისური ენის ოლიმპიადის ფინალურ ტურში დაიმსახურეს დიპლომი✅ „სკოლა ჰელიოსი“ მეორე ადგილზეა საქართველოში იმ მოსწავლეთა პროცენტული რაოდენობით, რომლებიც კინგსის 2019 წლის გაზაფხულის სეზონის ინგლისური ენის ოლიმპიადაზე გახდნენ ფინალისტები„სკოლა ჰელიოსი“ ულოცავს მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებას.❤️

          • მოსწავლეების დაჯილდოვება

          • ❤️„სკოლა ჰელიოსის“ მოსწავლეები დაჯილდოვდნენ ოლიმპიადა „ევერესტში“ მონაწილეობისა და მიღწეული წარმატებისთვის.„სკოლა ჰელიოსი“ ულოცავს მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებას.❤️

          • EduPage დარეგისტრირება

          • მოგესალმებით. 🙂გაცნობებთ რომ edupage-ის პაროლი გამოგზავნილია თქვენი პირადი ელექტრონული ფოსტის მისამართებზე.როგორ შევიდეთ edupage-ზე?1) შევდივართ ჩვენ ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.hellioss.edupage.org (სურათი N1)2) მომხმარებლის ველში ვწერთ თქვენ ელექტრონულ ფოსტას. (სურათი N2)3) პაროლის ველში ვწერთ თქვენ ელექტრონულ ფოსტაზე მოსულ პაროლს. (სურათი N3)

            პაროლის დაკარვის შემთხვევაში მიყევით ბმულს "არ ვიცი მომხმარებლის სახელი ან პაროლი"(სურათი N4) .მობილური აპლიკაციის ჩამოსატვირთათ შებრძანდით APPSTORE-ში (IPHONE-ის მფლობელებისთვის) ანPLAYSTORE-ში ( ანდროიდის სისტემის მქონე მფლობელებისთვის) და ძიების ველში აკრიფეთ EDUPAGE.ძიების სისტემაში ამოვარდნილ პირველივე პროგრამას იწერთ თქვენ მობილურში.1)ვხსნით აპლიკაციას (სურათი N5)2) ვაწვებით LOGIN (სურათი N6)3)Login name-ში შეგვყავს თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი.(სურათი N7)4)Password-ის ველში ვწერთ თქვენ ფოსტაზე მოსულ პაროლს.(სურათი N8)5)საჭიროების შემთხვევაში ვწერთ ამოვარდნილ გრაფაში სიტყვა hellioss (სურათი N9)გისურვებთ წარმატებას. 🙂  ​​​​​​​

          • 2019-2020 სასწავლო წელი დაიწყო❤️

          • 🎊🎊🎉🎉2019-2020 სა🎉🎉🎊🎊სწავლო წელი 16 სექტემბერს საზეიმოდ დაიწყო "სკოლა ჰელიოსში". გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! გისურვებთ წარმატებულ, საინტერესო და ნაყოფიერ სასწავლო წელს!❤️

          • მე-V კლასის ექსკურსია

          • ❤️„სკოლა ჰელიოსის“ V კლასის მოსწავლეები იყვნენ ექსკურსიაზე ანანურში, შემდეგ ესტუმრნენ ბაზალეთის ტბას. ბავშვები შთაბეჭდილებებით აღსავსენი დაბრუნდნენ თბილისში. მასწავლებელი: თამარ გიგაური❤️

          • Iბ კლასის ექსკურსია

          • ❤️"სკოლა ჰელიოსის" Iბ კლასი ესტუმრა იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმს, სოფელ ვარიანში. მოსწავლეები გაეცვნენ გოგებაშვილის ბიოგრაფიულ ცნობებს და დაათვალიერეს საცხოვრებელი გარემო, წიგნები, იაკობ გოგებაშვილის პირადი და საყოფაცხოვრებლო ნივთები. ექსკურსია იყო საგანმანათლებლო-გასართობი სახის.მასწავლებელი: თამარ  რიჟამაძე❤️

          • Iა კლასის ექსკურსია

          • ❤️"სკოლა ჰელიოსის" Iა კლასი ესტუმრა იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმს, სოფელ ვარიანში. მოსწავლეები გაეცვნენ გოგებაშვილის ბიოგრაფიულ ცნობებს და დაათვალიერეს საცხოვრებელი გარემო, წიგნები, იაკობ გოგებაშვილის პირადი და საყოფაცხოვრებლო ნივთები. ექსკურსია იყო საგანმანათლებლო-გასართობი სახის.მასწავლებელი: თამარ  ქემოკლიძე❤️

          • ვიქტორინა ქართულ ენაში

          • ❤️"სკოლა ჰელიოსის" III კლასის მოსწავლეების მონაწილეობით ჩატარდა ვიქტორინა ქართულ ენაში. მოსწავლეებმა წარმოადგინეს მინი-სპექტაკლები შესწავლილი იგავ-არაკების მიხედვით, უპასუხეს  საპროგრამო და კლასგარეშე შეკითხვებს, თავი გაართვეს ბლიც-კითხვებს და "მარტივი ლოგიკის"ამოცანებს. მასწავლებელი ლალი ბედუკაძე.

          • IIბ კლასის ექსკურსია

          • ❤️„სკოლა ჰელიოსის“ IIბ კლასის მოსწავლეებმა მოინახულეს ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი. ექსკურსია იყო როგორც საგანმანათლებლო, ასევე გასართობი. მასწავლებელი: ნანა დარჯანია❤️

          • მე-V კლასის პრეზენტაცია ისტორიაში

          • ❤️„სკოლა ჰელიოსის“ V კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაცია საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეების შესახებ. მათ ისაუბრეს ამ მხარეების კულტურული და ყოფითი თავისებურებების შესახებ, წარმოაჩინეს თითოეული მათგანის როლი საქართველოს ისტორიაში. მასწავლებელი: ქეთევან გველუკაშვილი❤️

          • ექსკურსია ყაზბეგში

          • ❤️„სკოლა ჰელიოსის“ მოსწავლეები პედაგოგებთან და მშობლებთან ერთად ესტუმრნენ ყაზბეგს. მათ მოინახულეს: ანანურის ციხე, გერგეთის სამება და დარიალის ხეობა (სამონასტრო კომპლექსი). მასწავლებელი: სოფიკო ხაჩიძე❤️

          • ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი

          • ❤️„სკოლა ჰელიოსის“ IIგ კლასის მოსწავლეებმა მოინახულეს ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი. ექსკურსია იყო როგორც საგანმანათლებლო, ასევე გასართობი. მასწავლებელი: ნათია აკოფოვი❤️

          • ჩემი საყვარელი მწერალი

          • ❤️„სკოლა ჰელიოსის“ V  კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია „ჩემი საყვარელი მწერალი“. ბავშვებმა მოიძიეს ინფორმაცია მათი საყვარელი მწერლის ბიოგრაფიული ცნობებისა და ნაწარმოებების შესახებ, რაც ისწავლეს და წარმოადგინეს პრეზენტაციის სახით. მასწავლებელი: თამარ გიგაური❤️

          • მსოფლიო თამბაქოს გარეშე

          • ❤️„სკოლა ჰელიოსის“ მოსწავლეებმა აღნიშნეს საერთაშორისო დღე 31 მაისი - მსოფლიო თამბაქოს გარეშე.

            უფროსკლასელებმა ინტერგირებული გაკვეთილის ფარგლებში (ისტ - თამარ შავიშვილი; სამოქალაქო განათლება - ქეთევან გველუკაშვილი; ინგლისური - ნინო მაჭარაშვილი) მოამზადეს საინფორმაციო ბუკლეტები და პლაკატები ამ დღესთან დაკავშირებით.❤️

          • “ერთი დღე პარიზში”

          • ❤️„სკოლა ჰელიოსის“ მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია „ერთი დღე პარიზში“. მათ მსმენელებს პარიზის ღირშესანიშნაობები და ისტორია გააცნეს. მასწავლებელი: ნონა კუხალეიშვილი❤️

          • ექსკურსია ძველ თბილისში

          • ❤️„სკოლა ჰელიოსის“ IIა კლასის მოსწავლეებმა მოინახულეს ძველი თბილისი. მათ დაათვალიერეს ისტორიული ძეგლები და მიიღეს ინფორმაცია მათ შესახებ. იყვნენ მეტეხზე, ლეღვთა ხევსა და სიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, შემდეგ შუშის ხიდის საშუალებით რიყეს ეწვივნენ. მოსწავლეები შთაბეჭდილებებით აღსავსენი დაბრუნდნენ სკოლაში. მასწავლებელი: ლელა სეხნიაშვილი❤️

          • პრეზენტაცია თემაზე "ჩვენი ტვინი და მახსოვრობა"

          • ❤️სკოლა ჰელიოსის ინგლისურის კლუბის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია თემაზე "ჩვენი ტვინი და მახსოვრობა" (Our Brain and Memory"). ნამუშევარი უაღრესად საინტერესო მეცნიერულ კვლევებსა სა ექსპერიმენტებზე დაყრდნობით მომზადდა.ბავშვებმა ისაუბრეს იმაზე, თუ რამდენად საიმედოა ჩვენი მახსოვრობა და როგორ ინახავს ტვინი სხვადასხვა მოვლენებს, რა არის ნორმალური და უნიკალური მახსოვრობა, როგორ ცვლის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება დამახსოვრების უნარს, როგორ ფუნქციონირებს ტვინი, როცა ერთდროულად  რამდენიმე რამეს ვაკეთებთ, ტვინში მიმდინარე რა პროცესებს სწავლობს სიცრუის დეტექტორი, არსებობს თუ არა ფერი, თუ ეს მხოლოდ ილუზიაა და რატომ გვეჩვენება, რომ რაც ასაკი გვემატება, დრო უფრო სწრაფად გადის.❤️

          • ეთნოგრაფიული მუზეუმი

          • ❤️„სკოლა ჰელიოსის“ V კლასის მოსწავლეები ეთნოგრაფიულ მუზეუმს ეწვივნენ. მოსწავლეებმა დაათვალიერეს სხვადასხვა კუთხისთვის განკუთვნილი ზონები, თითოეული კუთხისთვის დამახასიათებელი სამეურნეო ნაგებობებითა და ნივთებით. ხუროთმოძღვრების ნიმუშებთან ერთად მუზეუმში ბავშვებმა დაცული ეთნოგრაფიულ-მატერიალური კულტურის ამსახველი ექსპონატებიც დაათვალიერეს: საბრძოლო და შრომის იარაღები; კერამიკული მასალა, ხის მასალა და ა. შ. მოსწავლეები შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ სკოლაში. მასწავლებელი: თამარ გიგაური, ქეთევან გველუკაშვილი.❤️

          • ეტალონის დასკვნითი კონკურსი

          • ❤️„სკოლა ჰელიოსის“ VIII და IX კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“. ჩუღურეთის რაიონის „ეტალონის“ დასკვნითი კონკურსის II ადგილის მფლობელი გახდა IX კლასის მოსწავლე ირაკლი ხასაია. „სკოლა ჰელიოსი“ ულოცავს ირაკლის მიღწეულ გამარჯვებას და კიდევ მრავალ წარმატებას უსურვებს.❤️