• თბილისის ავტომუზეუმი

          • ❤️ 12 თებერვალს სკოლა "ჰელიოსის"  მოსწავლეები ესტუმრნენ "თბილისის ავტომუზეუმს", სადაც რარიტეტული მანქანების კოლექციაა წარმოდგენილი🚙🚕🚗🚌. მოსწავლეები გაეცვნენ საბჭოთა კავშირის მანქანათწარმოების ისტორიას. ღონისძიება შემეცნებითი ხასიათის იყო: საგან "სამოქალაქო განათლების" ფარგლებში მოსწავლეები სწავლობენ თუ რა არის სახელმწიფო, რა არის ბაზარი, ეკონომიკა, ინდუსტრია და ა.შ. ამ ტურის მიზანს წარმოადგენდა  მოსწავლეების ავტოინდუსტრიით🚛🚚🚒🚐 დაინტერესება❤️

          • ცუფრული ხელოვნების მუზეუმი

          • ❤️სკოლა ჰელიოსის მოსწავლეები ესტუმრნენ ციფრული ხელოვნების მუზეუმს. სადაც ქართულ სივრცეში წარმოდგენილი იყო ვაჟა ფშაველას მოთხრობა  ,,ხმელი წიფელი". აგრეთვე დაათვალიერეს   კოსმიური ფიგურებით აწყობილი ორი დარბაზი .პროექტი მოსწავლეებისთვის საინტერესო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა.❤️

          • ნ.დუმბაძის სახელობის თეატრი

          • ❤️2020 წლის 11 თებერვალს "სკოლა ჰელიოსის"  მეორე ა, ბ და გ  კლასის მოსწავლეები  ეწვივნენ  ნ. დუმბაძის სახელობის მოზარდ-მაყურებელთა თეატრს და ნახეს სპექტაკლი " ალადინი".❤️

          • ცოფრული ხელოვნების მუზეუმი

          • ❤️

             სკოლა ჰელიოსის მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებს ინტეგრირებული გაკვეთილისფარგლებში ჩაუტარდათ ექსკურსია ციფრული ხელობნების მუზეუმშიაქ მოსწავლეებმაიხილეს ციფრული ტექნოლოგიებით გაცოცხლებული და განათებული კოსმოსური სივრცეწყალქვეშა სამყარო და სხვა.  აგრეთვე წარმოდგენილი იყო ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებიხმელი წიფელი”.

             ციფრული ტექნოლოგიებით გაცოცხლებულმა წარმოდგენამ დაუვიწყარი შთაბეჭდილებადაუტოვა მოსწავლეებს და მათი დიდი მოწონება დაიმსახურა.❤️

          • ბიოლოგიის პრაქტიკუმი

          • ❤️ ბიოლოგიის პრაქტიკუმზე lX-X კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი ,რომლის დროსაც მოახდინეს გენეტიკური მასალის გამოყოფა ბანანის ქსოვილიდან.❤️

          • საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე

          • ❤️ " სკოლა ჰელიოსში"  წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღსანიშნავად ჩატარდა საჯაროდ კითხვის საათი,სადაც მონაწილეობდნენ მეორე ა და ბ კლასის მოსწავლეები. მოსწავლეებმა ხმამაღლა წაიკითხეს ზღაპრები და გამართეს დისკუსია.❤️

          • ვულოცავთ ირაკლის და ვუსურვებთ წარმატებას ფინალში🎉🎊🏅

          • 🥇🏆🎉🎊 სიხარულით გვინდა გაცნობოთ, რომ 2019-2020 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის I და II ტურში წარმატებით იასპარეზა „სკოლა ჰელიოს“-ის X კლასის მოსწავლემ ირაკლი ხასაიამ. მთელი საქართველოს მასშტაბით იგი მოხვდა იმ 50 მოსწავლეს შორის , რომელიც ფინალში იასპარეზებს. ვულოცავთ და წარმატებებს ვუსურვებთ ირაკლის ფინალურ ტურში!🥇🏆🎉🎊

          • ექსპერიმენტორიუმი

          • ❤️ 2019 წლის 31 იანვარს მეორე ა, ბ და გ კლასის მოსწავლეები , ესტუმრნენ " ექსპერიმენტორიუმს". ექსკურსია იყო შემეცნებითი ხასიათის. ☺️❤️

          • გერმანულის ღონისძიება

          • ❤️ 🇩🇪 სკოლა "ჰელიოსში" ჩატარდა გერმანულენოვანი ღონისძიება, რომელიშიც მონაწილეობა მიიღეს lV ,V და Vl კლასის მოსწავლეებმა. მათ დადგეს  გერმანულენოვანი სპექტაკლი  და გააცოცხლეს   "წითელქუდას" ზღაპრის გმირები. თეატრალური წარმოდგენის შემდეგ ბავშვები  გერმანული ლექსებითა და სიმღერებით მიესალმნენ მაყურებლებს. ღონისძიება  იყო ძალიან სახალისო , საინტერესო, შთამბეჭდავი  და  მოსწავლეებმა გამოვლინეს  გერმანული ენის  ცოდნა და ინტერესი.❤️🇩🇪

          • ფრანგულენოვანი ღონისძიება

          • 🇨🇵სკოლა "ჰელიოსში" ჩატარდა ფრანგულენოვანი ღონისძიება რომელშიც IV, V, VI, VII, VIII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ბავშვები წარდგნენ ლექსებით, მისალოცი სიტყვებით, სიმღერებითა და ცეკვებით მაყურებლების წინაშე. ღონისძიება ძალიან მხიარული და სასიამოვნო გამოვიდა. მოსწავლეებმა აჩვენეს ფრანგული ენის ცოდნა და საფრანგეთის ენისა და კულტურის დიდი სიყვარული🇨🇵

          • მოზარდ მაყურებელთა თეატრი 🎭

          • ❤️„სკოლა ჰელიოსის“  მოსწავლეები ეწვივნენ 🎭ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრს🎭. ბავშვები ინტერესით უყურებდნენ სპექტაკლს და შთაბეჭდილებებით აღსავსენი დაბრუნდნენ სკოლაში.❤️

          • საშობაო საღამო

          • ❤️„სკოლა ჰელიოსის“ Iა კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს საშობაო საღამო. მოსწავლეებმა მცირე სპექტაკლი დადგეს, იმღერეს და დღე სასიამოვნოდ გაატარეს.❤️

          • ახალი წლის ზღაპარი

          • ❤️"სკოლა ჰელიოსის" Iგ კლასის მოსწავლეებმა წარადგინეს საახალწლო ღონისძიება  "ახალი წლის ზღაპარი".   მათ გაითამაშეს  სცენა, თუ როგორ ემზადებიან ტყის ბინადარნი ახალი წლისთვის.❤️

          • ხელოვნების სასახლე

          • ❤️ „სკოლა ჰელიოსის“ IV კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ხელოვნების სასახლის საახალწლო პროგრამაში. მათ მოისმინეს ინფორმაცია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში საახალწლო წეს-ჩვეულებების და ტრადიციების შესახებ. პროგრამის ბოლოს ბავშვები დაკავდნენ სახალისო აქტივობით.❤️

          • მოზარდ მაყურებელთა თეატრი

          • ❤️ „სკოლა ჰელიოსის“ Iა, Iბ და Iგ კლასის მოსწავლეები ეწვივნენ ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრს სპექტაკლზე „მაუგლი“. ბავშვებს ძალიან მოეწონათ მსახიობების მიერ განსახიერებული ტყის ბინადრები, ყველაზე დიდი შთაბეჭდილება კი მაუგლის პერსონაჟმა მოახდინა.❤️

          • რა?სად?როდის?

          • ❤️ „სკოლა ჰელიოსში“ ჩატარდა ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“, რომელიც გეოგრაფიულ კითხვებს მოიცავდა. მონაწილეობას იღებდა VII, VIII, IX, და X კლასის მოსწავლეები, რომლებიც გადანაწილებულნი იყვნენ 4 გუნდში. თამაში საკმაოდ დაძაბული და საინტერესო აღმოჩნდა. დასასრულს, გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი ირაკლი ხასაიას ლიდერობით.❤️