• ფიფქია და 7 ჯუჯა სკოლაში

          • 2018 წლის 21 დეკემბერს სკოლა „ჰელიოსის“ 1ბ კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს მინი სპექტაკლი "ფიფქია და 7 ჯუჯა სკოლაში". ბავშვებმა შესანიშნავად მოირგეს ფიფქიას, მძინარე მზეთუნახავის, ელზას და წითელქუდას როლები. მასწავლებელი: თამარ რიჟამაძე

          • 1გ კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს მინი სპექტაკლი

          • 2018 წლის 19 დეკემბერს სკოლა „ჰელიოსის“ 1გ კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს მინი სპექტაკლი. ბავშვებმა შესანიშნავად მოირგეს წითელქუდას, მგლის და გოჭების როლები. ბავშვებმა საახალწლო განწყობაც შეუქმნეს მაყურებელს საახალწლო ლექსებით და სიმღერებით. მასწავლებელი: ნათია აბშილავა

          • იავნანამ რა ჰქმნა?!

          • 2018 წლის 18 დეკემბერს სკოლა „ჰელიოსში“ V კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს სპექტაკლი „იავნანამ რა ჰქმნა?!“. ბავშვებმა არაჩვეულებრივად მოირგეს როლებ და შესანიშნავად მოახერხეს იაკობ გოგებაშვილის სათქმელის მაყურებლამდე მიტანა. მასწავლებელი: თამარ გიგაური

          • 8-9 კლასების ექსკურსია

          • 2018 წლის 15 დეკემბერს სკოლა 🌞„ჰელიოსის“🌞მოსწავლეები იყვნენ ექსკურსიაზე, მათ მოინახულეს წილკანი, ძალისის ნაქალაქარი და შატო-მუხრანი. მოსწავლეებმა დაათვალიერეს არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი უნიკალური მასალა, მოისმინეს ისტორია ბაგრატიონების და ღვინის დაყენების ტრადიციის შესახებ, გარეთ გამოსულებმა გული იჯერეს ⚽️🏀თამაშით და შთაბეჭდილებით აღსავსენი დაბრუნდნენ. მასწავლებელი: მაია შამუგია

          • 1ბ კლასის მოსწავლეები თეატრში

          • სკოლა „ჰელიოსის“ Iბ კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრს. დაათვალიერეს თეატრის მუზეუმი, სცენა და მოირგეს კოსტიუმები. უღრმესი მადლობა თეატრის ადმინისტრაციას!

          • “მწვანე გაკვეთილი”

          • 26 ოქტომბერს სკოლა „ჰელიოსის“ III და IV კლასის მოსწავლეები ეწვივნენ გარდენიას, სადაც მათ ჩაუტარდათ “მწვანე გაკვეთილი”. მასწავლებელი: ლანა თუმანიშვილი და სოფო კაპანაძე

          • იავნანამ რა ჰქმნა

          • 2 ნოემბერს სკოლა „ჰელიოსის“ V კლასის მოსწავლეები ეწვივნენ ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრს, სპექტაკლზე „იავნანამ რა ჰქმნა?! სკოლაში დაბრუნების შემდეგ გაუზიარეს ერთმანეთს და მასწავლებელს შთაბეჭდილებები. მასწავლებელი: თამარ გიგაური

          • მოსწავლეები დაჯილდოვდნენ ოლიმპიადა „ევერესტში“ და „კინგსში“ მონაწილეობისა და მიღწეული წარმატებისთვის.

          • ❤️❤️სკოლა 🌞„ჰელიოსის“🌞მოსწავლეები დაჯილდოვდნენ ოლიმპიადა „ევერესტში“ და „კინგსში“ მონაწილეობისა და მიღწეული წარმატებისთვის.🎉🎉🎉განსაკუთრებით, გვინდა მივულოცოთ:

            IX კლასის მოსწავლე ირაკლი ხასაიას „კინგსის“ ქართული ენის ოლიმპიადის რეგიონის მასშტაბით გამარჯვება.

             V კლასის მოსწავლე ელენე მჭედლიძეს მათემატიკის ოლიმპიადა „ევერესტის“ საგაზაფხულო სეზონის საუკეთესო ასეულში მოხვედრა.

              V კლასის მოსწავლე ბარბარე მუსელიანს ქართული ენის ოლიმპიადა „ევერესტის“ საგაზაფხულო სეზონის ფინალისტობა.

             IV კლასის მოსწავლე საბა ვაზაგაშვილს ოქროს ტურში მიღწეული წარმატება.  ❤️

          • სასწავლო ტურები ბოტანიკურ ბაღში

          • 😊2018 წლის 17 ოქტომბერს სკოლა „ჰელიოსის“ VIII, X და XI კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ ბოტანიკურ ბაღს🌲🌱. სასწავლო შემეცნებითი ტურები ბოტანიკურ ბაღში, შემოდგომის სეზონის ფარგლებში. ორგანიზატორი სკოლა ☉„ჰელიოსის“☉ გეოგრაფიის მასწავლებელი: მაია შამუგია😊

          • ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი! <3

          • <3 <3 13 ოქტომბერს სკოლა „ჰელიოსის“ VI და VII კლასის მოსწავლეებმა დაათვალიერეს ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი საგურამოში. მოსწავლეები ასევე ესტუმრნენ შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსს და სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარს. დამრიგებელი: ნინო ჩხიკვაძე, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი: თამარ რიჟამაძე. <3

          • მოსწავლეები ესტუმრნენ ეროვნულ გალერეას

          • 2018 წლის 12 ოქტომბერს სკოლა „ჰელიოსის“ მოსწავლეები ესტუმრნენ ეროვნულ გალერეას. საგანმანათლებლო პროგრამა „ბაროკო-საოცარი მარგალიტი“. ღონისძიების ორგანიზატორი სკოლა „ჰელიოსის“ ხელოვნების მასწავლებელი: დალი გოგორიშვილი

          • სპორტი ნარკომანიის წინააღმდეგ

          • 2018 წლის 22 სექტემბერს, თბილისის მერიის ორგანიზებით, ლისის ტბაზე გაიმართა აქცია "სპორტი ნარკომანიის წინააღმდეგ", აქციაში მონაწილეობა მიიღეს სკოლა 🌞"ჰელიოსის"🌞 მოსწავლეებმა; ყველა მონაწილეს გადაეცა მაისური, ხოლო გამარჯვებულებს მედლები და სიგელები, სკოლა "ჰელიოსის" მოსწავლეებმაც დაიკავეს საპრიზო ადგილი და შესაბამისი მედალით დაუბრუნდნენ სკოლას. აქტივობის ორგანიზატორი სკოლა "ჰელიოსის" სპორტის მასწავლებელი: მალხაზ აბრამიშვილი. <3

        • მობილური აპლიკაციის მომხმარებლები
          • მობილური აპლიკაციის მომხმარებლები

          • ძვირფასო მობილური აპლიკაციის მომხმარებლებო.

            თქვენ შეგიძლიათ ნახოთ თქვენი ცხრილი დაჩანაცვლებები ასევე თქვენს მობილურ ტელეფონზეც. თუ გაქვთ iPhone, iPad ან Android მოწყობილობა, შეგიძლიათ გადმოწეროთ შესაბამისი პლატფორმისთვის მორგებულიაპლიკაცია.

            მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ: mobile.edupage.org

        • ცხრილები და ჩანაცვლებები
          • ცხრილები და ჩანაცვლებები

          • ძვირფასო მოსწავლეებო და მასწავლებლებო,

            ახლა უკვე შეგიძლიათ ნახოთ რეალური ცხრილი და ყოველდღიური ჩანაცვლებები. უბრალოდ დააჭირეთ ლინკს გვერდის მაღლა ნაწილში.

        • ამ ვებ გვერდის დაბადების თარიღი
          • ამ ვებ გვერდის დაბადების თარიღი

          • ჩვენი სკოლის ვებ გვერდი უკვე ინტერნეტშია. აქ ნახავთ მრავალ ფუნქციონალურ და საინტერესო ინფორმაციას: მოსწავლეების სია, კლასები, მასწავლებლები, ცხრილები, ჩანაცვლებები და სხვა მონაცემები.